შინაგან საქმეთა მინისტრმა საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილ პოლიციის ატაშეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
საუბარი შეეხო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლების მნიშვნელობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუციური განვითარების საკითხს. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, ატაშეების განსაკუთრებულ როლს. მისი თქმით, ატაშეებისა და ადგილობრივი სამართალდამცველების მჭიდრო პარტნიორობით, უკვე გახსნილია არაერთი ორგანიზებული დანაშაული და პასუხისგებაში მიცემულია ათეულობით მოქალაქე. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე ესწრებოდნენ.
