შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა
გეკა გელაძემ დეპარტამენტის დირექტორისგან საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მიმდინარე პროექტებზე, ასევე, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და სამომავლო ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ხაზი გაესვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივ რეჟიმში გატარების მნიშვნელობას და ამ მხრივ დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას. როგორც აღინიშნა, უკანონო მიგრაცია გლობალური მასშტაბის გამოწვევაა. წელს საქართველოდან გაძევებულ უკანონო მიგრანტთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია და მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ჯამურ რაოდენობას.
