საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპული მებრძოლების ხსოვნას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ
სულხან თამაზაშვილთან ერთად მემორიალთან ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე იმყოფებოდნენ. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე, დროშები დაშვებულია