ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს
ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრმა. საფლავზე იმყოფებოდნენ ჟიული შარტავას ოჯახის წევრები. გადაიხადეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დღესვე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა საქართველოს ეროვნული გმირების - გურამ გაბესკირიას, გენო ადამიას, მამია ალასანიასა და დევნილობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.