დღე, რომელიც შეგვახსენებს მრავალი ქართველის გმირობასა და პასუხისმგებლობას
სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად, გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო პრემიერმა, მთავრობის წევრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და დედაქალაქის მერთან ერთად. გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც
