ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გრძელდება
სამართალდამცველებმა, ტვირთში დამალული, 200 კილოგრამი "ჰეროინი" ამოიღეს, რაც 50 მილიონზე მეტი ღირებულებისაა. ფაქტზე, ირანის მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მტკიცებულებების თანახმად, ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,წითელი ხიდიდან" შემოვიდა. საგამოძიებო მოქმედებები, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს.
