ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას, უცხოური დახმარებისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი ოთხი მილიარდი დოლარის გაყინვის ნებართვა დართო
სასამართლოს სამი ლიბერალი მოსამართლე – ელენა კაგანი, სონია სოტომაიორი და კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი- გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც 5 სექტემბერს ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა, დაეკმაყოფილებინა ხელისუფლების მოთხოვნა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გააუქმა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას 30 სექტემბრამდე უნდა დაეხარჯა მინიმუმ 4 მილიარდი დოლარი, რომლის გამოყოფასაც კონგრესი ადრე უკვე დათანხმდა უცხოური დახმარების სახით.
