სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის საელჩოს დელეგაციას უმასპინძლა
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, საელჩოს წარმომადგენლებს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სტუმრებს, უწყების შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
