საფრანგეთის სენატმა საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია განიხილა
დოკუმენტში მთავარ პრობლემებად საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა, რუსული გავლენები, რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევები სახელდება. რეზოლუციის ტექსტში საუბარია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც. კერძოდ კი ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში იმყოფება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ.