მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს
მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. მინისტრის ინიციატივით, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. მასწავლებლის ეროვნული პრემია კი 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
