თბილისში, ახალი 18 მეტრიანი ავტობუსები ნომერ 305 მარშრუტზე გავიდა
აქამდე, 10 მეტრიანი ავტობუსები მოძრაობდნენ და ე.წ. „აფრიკის“ დასახლებიდან - მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე გადაადგილდებოდნენ. მნიშვნელოვანია, ისიც რომ არსებული მარშრუტი გაგრძელდა და მგზავრებს ე.წ. „აფრიკის“ დასახლებიდან საბურთალოს მიმართულებით მოემსახურება და თსუ-ს ე. წ. „მაღლივი“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულებს მოძრაობას.აღნიშნულ მარშრუტზე 19 ერთეული ავტობუსი 10 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
