სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში "ქართული ოცნების“ წევრებმა
მდუმარე აქციაზე სანთლებით დააწერეს „მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს". ზუგდიდის მერობის კანდიდატის განცხადებით, აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია, კანონზომიერება აღდგება და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ.
