საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სან-მარინოს საგარეო საქმეთა, პოლიტიკურ საქმეთა, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ციფრული ტრანზიციის მინისტრს შეხვდა
ლუკა ბეკარისმა და მაკა ბოჭორიშვილმა,ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნეს ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა განსაკუთრებით ვაჭრობის, ეკონომიკის ტურიზმის, კულტურის და სხვა სფეროებში. ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მნიშვნელობას. მაკა ბოჭორიშვილმა ლუკა ბეკარის მადლობა გადაუხადა, საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში, სან-მარინოს მიერ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
