შინაგან საქმეთა მინისტრმა საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილ პოლიციის ატაშეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
საუბარი შეეხო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლების მნიშვნელობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუციური განვითარების საკითხს. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლს. მისი თქმით, ატაშეებისა და ადგილობრივი სამართალდამცველების მჭიდრო პარტნიორობით, უკვე გახსნილია არაერთი ორგანიზებული დანაშაული და პასუხისგებაში მიცემულია ათეულობით მოქალაქე. შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის ატაშეებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე ესწრებოდნენ.
