საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აზერბაიჯანის და ბელარუსის მოქალაქეები დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აზერბაიჯანის და ბელარუსის მოქალაქეები დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისსა და ბათუმში განთავსებული ობიექტებიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას, რის შედეგადაც, კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიოს სახით იღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს.
