სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ექვს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებმა პროცესზე გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
