კიშინიოვში სამართალდამცველებმა წინასწარ დაბეჭდილი საარჩევნო ბიულეტენები აღმოაჩინეს
კიშინიოვში სამართალდამცველებმა წინასწარ დაბეჭდილი საარჩევნო ბიულეტენები აღმოაჩინეს. ცნობას და ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას მოლდოვური მედია ავრცელებს და იუწყება, რომ კიშინიოვის პოლიციამ, დედაქალაქის ერთ-ერთ სტამბაში, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩხრეკა ჩაატარა. ამოღებულია პოლიტიკური ბლოკი -“ ალტერნატივას” სასარგებლოდ მონიშნული 200 საარჩევნო ბიულეტენი. გამოძიების ინფორმაციით, ბიულეტენები დაბეჭდილი იყო შესაბამის პოლიტიკურ ბლოკთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე და არჩევნების დღეს, 28 სექტემბერს ე . წ „კარუსელის“ სქემით გამოყენება იგეგმებოდა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ფაქტის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე შეატყობინეს. მოლდოვური მედიის ცნობით, თავად პოლიტიკური ბლოკის ლიდერი ირწმუნება რომ აღმოჩენილი ბიულეტენები საარჩევნო კამპანიისთვის დაბეჭდილი სანიმუშო მოდელები იყო
