ამერიკის სასამართლომ FBI-ს ყოფილ დირექტორს, კონგრესის საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი წაუყენა
ამერიკის სასამართლომ FBI-ს ყოფილ დირექტორს, კონგრესის საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი წაუყენა. ჯეიმს კომის წინააღმდეგ წაყენებული ორივე ბრალდება 2020 წელს იმ ცრუ ჩვენებასთან არის დაკავშირებული, რომელიც კონგრესს „რაშაგეითის“ საქმეზე მისცა. ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადებით, კანონზე მაღლა არავინ დგას და იუსტიციის დეპარტამენტი ამერიკელი ხალხის წინაშე საკუთარ ვალდებულებას ასრულებს. თავად ჯეიმს კომი, რომელიც 2017 წელს პოსტიდან დონალდ ტრამპმა გაათავისუფლა, დანაშაულს უარყოფს
