შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მომავალ კვირას ვირჯინიაში მსოფლიოს ქვეყნებიდან ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მოითხოვა
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მომავალ კვირას ვირჯინიაში მსოფლიოს ქვეყნებიდან ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მოითხოვა. შეხვედრა ვირჯინიის შტატის ქალაქ კვანტიკოში მდებარე სამხედრო ბაზაზე გაიმართება. შეკრების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მედიაში გავრცელებულ აჟიოტაჟს დონალდ ტრამპი ოვალური კაბინეტიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრას თავადაც დაესწრება
