საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია წელს მეათედ იმართება
საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია წელს მეათედ იმართება. წლევანდელი კონფერენცია მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს ეძღვნება და მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ცალკე სამეცნიერო სესია ეთმობა. კონფერენცია, რომელშიც 160-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს, ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო კვლევების წახალისებას და ქართველი და უცხოელი მეცნიერების მჭიდრო კავშირს
