მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა" 4 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება
მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა" 4 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება. ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა. "ამომრჩეველთა ლიგა" 2000 წლიდან აკვირდება არჩევნებს, მათ შორის დააკვირდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც. ორგანიზაცია უკვე დაუკავშირდა უცხოელ პარტნიორებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ისინი მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია
