ლაგოდეხის ტექნიკური საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის ბავშვებს შორის სახალისო მატჩები გაიმართა
ლაგოდეხის ტექნიკური საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის ბავშვებს შორის სახალისო მატჩები გაიმართა. თამაშის დასრულების შემდეგ კი, მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიება უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ანალოგიური შეხვედრები 2 ოქტომბრამდე კიდევ სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და სამტრედიაში გაიმართება
