ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა
ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. ანსამბლი მაყურებლის წინაშე სპეციალური პროგრამით წარდგა. საღამოზე აღინიშნა ანზორ ერქომაიშვილის განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ ქართული ფოლკლორის დაცვისა და განვითარების, ასევე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა
