კულტურის მინისტრი, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა
კულტურის მინისტრი, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ორმხრივი მუშაობის მნიშვნელობას. მხარეებმა არა მხოლოდ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, არამედ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით და კულტურული ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.შეხვედრაზე თინათინ რუხაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კულტურის დღეების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს ანკარაში გაიხსნება. მინისტრმა თურქი კოლეგა, საქართველოში თურქული კულტურის დღეების ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით მოიწვია
