რუსთავის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, „ქართული ოცნების" რუსთავის გუნდთან ერთად, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
რუსთავის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, „ქართული ოცნების" რუსთავის გუნდთან ერთად, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ძველი რუსთავის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ტოგონიძემ და ქართული ოცნების პროპორციული სიის წევრებმა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. მოსახლეობასთან შეხვედრებს, ქართული ოცნება, რუსთავის ათივე სამაჟორიტარო ოლქში 4 ოქტომბრამდე ყოველდღიურად გამართავს
