სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე დააკავეს
სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან - ინდოეთის, მიანმარის და ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით
