ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ სამიტზე მოხსენებით წარდგა
ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ სამიტზე მოხსენებით წარდგა. ღონისძიებაში მონაწილე, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებმა, არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის, ასევე მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ახალი ხედვა განსაზღვრეს. მიხეილ სარჯველაძემ, არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის სფეროში საქართველოს გამოცდილებაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა
