შემთხვევა სასტუმროს ნომერში
შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, „ჰოლიდეი ინის“ თანამშრომლებს ემუქრებოდა, დაკავებულია. მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში შეტყობინება შევიდა, მალევე მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მობილიზება. მოქალაქე, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
