თურქეთის შს მინისტრის ვიზიტი
პრემიერ-მინისტრი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ პარტნიორობას. განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსა და თურქეთის როლი სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი დაესწრო. გეკა გელაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქ კოლეგასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც გამართა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე მზად არის აქტიურად გააგრძელოს მუშაობა თურქ კოლეგებთან ერთად, რათა თანამშრომლობის არსებული მექანიზმები კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს
