თაღლითობა და მითვისებული მილიონები
განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება. ეს ბიჭიკო პაიკიძის ახალი ბრალია. დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ის პაიკიძესთან ერთად ფლობდა კომპანიას, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდა და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებდა. „ქრონიკამ“ კომპანიის და პაიკიძის ბიზნეს-პარტნიორის ვინაობაც დაადგინა. პაიკიძეს უკვე ორი ბრალდება აქვს დაუსწრებლად წარდგენილი, მეორე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ეხება და აქ პაიკიძესთან ერთად 5 ადამიანია ბრალდებული
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
