ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, დალასში სროლას რადიკალი მემარცხენე პოლიტიკური ძალადობის მორიგ ფაქტს უწოდებს
საიმიგრაციო და სასაზღვრო აღსრულების ოფისთან სროლის შედეგად, ერთი დაკავებული დაიღუპა, ორი დაშავდა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის განცხადებით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ცალკეული შემთხვევა არ არის . ანალოგიური განცხადება გააკეთა ტეხასის სენატოერმა ტედ კრუზმა. ამერიკის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმაც აღნიშნა, რომ ეს თავდასხმა სიძულვილის რიტორიკითაა პროვოცირებული.
