ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრემისტული რადიკალი მემარცხენე ჯგუფების დაფინანსების საქმეზე, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა გამოძიება დაიწყო
კერძოდ, იკვლევენ ამერიკელი მილიარდერის, ნევილ როი სინგემის კავშირს არეულობის დაფინანსებასთან. მათ შორის, საუბარია მიმდინარე წლის ივნისში, ლოს ანჯელესში მომხდარ არეულობაზე, რა დროსაც სამართალდამცველებს ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს. რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ანა პოლინა ლუნამ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა ამერიკის იუსტიციის და სახაზინო დეპარტამენტებსაც. თავის მხრივ, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ამბობს, რომ მოიკვლევენ ყველა იმ დონორს და ორგანიზაციას, რომლებიც რადიკალური აქტივიზმის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი, მათ შორის საუბარია ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდზე.
