დალასში სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრებზე ძალადობას გმობს დონალდ ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტი მემარცხენე რადიკალიზმს ტერორიზმს უწოდებს და აცხადებს, რომ ძალადობა მემარცხენე რადიკალი დემოკრატების მხრიდან, სამართალდამცველი ორგანოების მუდმივი დემონიზაციის შედეგია. ტრამპი დაუშვებლად მიიჩნევს მემარცხენეების მიერ სამართალდამცველების ნაცისტებთან შედარებას. ამერიკის პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს სამართალდამცველებს და წერს, რომ უახლოეს დღეებში, ანტიფას მსგავსი შიდა ტერორისტული ქსელების ლიკვიდაციის განკარგულებას გამოსცემს.
