აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში პრობლემების გაცნობას განაგრძობს
მორიგი შეხვედრა ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან გაიმართა. გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ალექსანდრე ასათიანთან ერთად, კომპაქტურ დასახლებაში დევნილთა მდგომარეობას გაეცნო და მოსახლეობისგან ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
