საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება
ამ ეტაპზე, ცესკოს ელექტრონული გუნდის მიერ მიმდინარეობს პლანშეტების კონფიგურაცია და პროგრამების დატესტვა, რომლებიც უზრუნველყოფს ოქმების გადაგზავნასა და საარჩევნო პროცესის გამართულ მიმდინარეობას. მოწყობილობები მზადდება, როგორც ელექტრონული, ასევე ტრადიციული უბნებისთვის.
