სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, იუსტიციის სახლის 126-ე ფილიალი გაიხსნა
დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, თანამედროვე სტანდარტის შენობაში, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისი. იმერეთის რეგიონში ამჟამად, იუსტიციის 27 სახლი ფუნქციონირებს; ასევე, იმერეთის რეგიონს ემსახურება 3 მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც 15 სოფელს ფარავს.
