სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი უკვე წარუდგინა. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი "მცენარე კანაფის" უკანონო დათესვა-მოყვანა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 300 გრამზე მეტი „კოკაინი“, 479 აბი „მეთადონი“, 283 შეკვრა „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
