ადამიანური კაპიტალის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ადამიანური კაპიტალის ინდექსით, საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 87% მიიღო. რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, სლოვენია, პოლონეთი, ლიხტენშტაინი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.ადამიანური კაპიტალის ინდექსით მსოფლიოში ავსტრალია, ევროპაში კი ისლანდია ლიდერობს. ინდექსის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ცუდი მდგომარეობა სომალიშია, ევროპის მასშტაბით კი ბოლო ადგილზე ბოსნია ჰერცოგოვინა არის. რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, უკრაინა მსოფლიოსი 47-ე , მოლდოვა კი 62-ე პოზიციაზეა. ევროკომისიამ ინდექსის ისტორიულ მონაცემებიც გამოაქვეყნა 2003 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. ირკვევა, რომ 2003 წელს ადამინური კაპიტალის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 56-ე პოზიციაზე იყო, 2012 წელს 9 საფეხურით 65-ე ადგილამდე დაქვეითდა, მომდოვნო 12 წლის მანძილზე კი ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა 32 ადგილით გაუმჯობესდა და დღეს მსოფლიოში 33-ე ადგილზე იმყოფება.ადამიანური კაპიტალის ინდექსს ევროკომისია, გაეროს მიერ მომზადებული, ელექტრონული მმართველობის განვითარების 2024 წლის ანგარიშის ბაზაზე აქვეყნებს.