სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას, დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა
მამუკა მდინარაძე მოადგილესთან, ლევან ხარაბაძესთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან, ზურაბ ცისკარიშვილთან ერთად ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, დაათვალიერა შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სპეცრაზმელებს მხარდაჭერას დაჰპირდა და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
