მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართულ პარალელურ ღონისძიებაზე “სეფსისი და არაინფექციური დაავადებები – გლობალური ჯანდაცვის დამალული კავშირი” სიტყვით გამოვიდა
გაეროში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრიც. მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართულ პარალელურ ღონისძიებაზე “სეფსისი და არაინფექციური დაავადებები – გლობალური ჯანდაცვის დამალული კავშირი” სიტყვით გამოვიდა. ღონისძიების მიზანი, სეფსისისა და არაინფექციური დაავადებების ურთიერთკავშირის წარმოჩენა და მათი ინტეგრირებული მართვის აუცილებლობის ხაზგასმაა.
