პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის მიმდინარე ეფექტიანი თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის მიმართულებით. აღინიშნა ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი.ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანთა მხარდაჭერაზე. შეხვედრას ესწრებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც.