საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და თავდაცვის სამინისტრო ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანიც კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერებაა
პროექტის ფარლგებში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენტრში პირველი სალექციო შეხვედრა უკვე ჩატარდა. ჯარისკაცებს ლექციები დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა და სასულიერო აკადემიის ლექტორმა წაუკითხეს. მიზანი ჯარისკაცებში პატრიოტული სულისკვეთებისა და ქრისტიანული ღირებულებების გაღრმავებაა.
