„ღამის სერენადების” ფესტივალის ფარგლებში კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი გაიმართა
„ღამის სერენადების” ფესტივალის ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მასტერკლასი გაიმართა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კულტურის სამინისტროს, "შემოქმედებითი საქართველოსა" და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა.
