იუსტიციის მინისტრმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს
ახალი ფილიალის ამოქმედების შემდეგ წალენჯიხის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს. იუსტიციის სახლის ფილიალი მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. წალენჯიხის იუსტიციის სახლში ადგილობრივი მცხოვრებლები დასაქმდებიან.
