გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს მთავრობის მეთაური პარლამენტის თავმჯდომარესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაეცნო
200 სტუდენტისთვის გათვალისწინებული პროფესიული კოლეჯი 21 600 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს. უახლესი სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. კოლეჯი უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვება. კომპლექსში ასევე იფუნქციონირებს კამპუსი 60 სტუდენტისთვის, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტი ბასკეთის კულინარიის სკოლასთან პარტნიორობით ხორციელდება და მისი ღირებულება 17 მილიონამდე ლარია.
