სახელმწიფოს კუთვნილი, ოთხი მილიონ 184 ათას 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს ბიპი ტრანსის დირექტორი
სახელმწიფოს კუთვნილი, ოთხი მილიონ 184 ათას 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს ბიპი ტრანსის დირექტორი, ამავე კომპანიის თანამშრომელი და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი. ამავე კომპანიის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს,რომელიც მიმალულია, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მასზე ძებნა გამოცხადდება. საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, პროკურატურასთან ერთად ჩაატარა.
