საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. პრეზიდენტი წერს, რომ კომუნიკაცია იყო მეგობრული და შტატების ვაჭრობის მდივანს ქართველი ხალხის გზავნილი გადასცა.
