ზედიზედ მეორედ, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
ქართველმა ფეხბურთელებმა პლეი-ოფში სლოვაკეთს აჯობეს. საპასუხო მატჩი ბრატისლავაში გაიმართა. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 2022 წელს ითამაშა და ჯგუფიდანაც გავიდა, ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 24 ოქტომბერს გაიმართება.
