„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა
ინგლისის ლიგის თასის მეთექვსმეტე ფინალში მამარდაშვილის გუნდმა „საუთჰემპტონი“ 2-1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მეკარეს კარგი დებიუტი გამოუვიდა და მაღალ დონეზეც ითამაშა. „ლივერპული“ მერვედფინალში გავიდა, მომდევნო მატჩს კი 27 სექტემბერს, პრემიერ ლიგაში სტუმრად „კრისტალ პალასთან“ გამართავს.
