ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და რაგბის კავშირის მხარდაჭერით, ქვიშის რაგბის ტურნირი ჩატარდა
გამარჯვება მესამე ქვეითმა ბრიგადამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ვეტერანთა გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ქვეითი ბრიგადა მესამე ადგილს დასჯერდა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულ გუნდს თასი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გადასცა.
